მადრიდში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, პრადოს მუზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
მადრიდში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, პრადოს მუზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

მადრიდში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, პრადოს მუზეუმი კვლავ ღიაა.

მუზეუმი მარტში ესპანეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კარანტინის გამო დაიხურა, მუზეუმმა მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობებით განაახლა.

გაიხსნა საგამოფენო სივრცეების ნაწილი. მუზეუმი ერთ დღეში მხოლოდ 1800 ვიზიტორის მიღებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ტურისტულად დატვირთულ პერიოდში პრადოს მუზეუმს ერთ დღეში 15 ათასამდე მნახველი სტუმრობდა.

ამას გარდა, მუზეუმში დაცული იქნება სოციალური დისტანციის წესები, ვიზიტორებს გაუზომავენ სიცხეს. მიმდინარე კვირას მუშაობა განაახლეს მადრიდის სხვა მუზეუმებმაც.

დატოვე კომენტარი