მადრიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
მადრიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

მადრიდის გარეუბანში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრნდობით ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ამჟამად Bankia-ს ოფისთან მობილიზებულია პოლიცია. გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები და სამართალდამცველები შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკებების გამართვას ცდილობენ.

დაუდგენელმა პირმა ბანკში ფულის მოთხოვნის მიზნით, მძევლები ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე აიყვანა.