მადრიდში აქციის მონაწილეები პენსიების გაზრდას ითხოვენ
მადრიდში აქციის მონაწილეები პენსიების გაზრდას ითხოვენ

მადრიდში ასობით პენსიონერი აქციას მართავს. მათ გზა გადაკეტეს და ესპანეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახდინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Mundo ავრცელებს.

საპორტესტო აქციის მონაწილეები პენსიების გაზრდას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს პენსიის 0,25 პროცენტით მატება არსებულ ინფლაციას არ შეესაბამება.

პენსიონერების პროტესტის გამო პარლამენტის შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო.

პოლიციის შეფასებით, აქციაში 4000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.