მადრიდის „რეალი“ ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდია #1TVSPORT
კომპანია Brand Finance-მა წარმოადგინა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდების რეიტინგი.
კონსალტინგური კომპანიის მიერ შედგენილი სიის პირველ ადგილზე დაბრუნდა მადრიდის „რეალი“, რომელმაც პირველობა ჩამოართვა „მანჩესტერ სიტის“. ამასთან, ინგლისური კლუბის ბრენდის ღირებულება შარშანდელთან შედარებით გაიზარდა, ისევე როგორც „რეალის“.
ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდების TOP 10:
- რეალი – 1,81 მლრდ დოლარი
- მანჩესტერ სიტი – 1,73 მლრდ
- ბარსელონა – 1,65 მლრდ
- მანჩესტერ იუნ – 1,5 მლრდ
- ლივერპული – 1,48 მლრდ
- ბაიერნი – 1,33 მლრდ
- პსჟ – 1,29 მლრდ
- არსენალი – 1,07 მლრდ
- ტოტენჰემი – 930 მილიონი
10. ჩელსი – 897 მილიონი