მადრიდის „რეალი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხაბი ალონსოს კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხაბი ალონსოს კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხაბი ალონსოს კანდიდატურას განიხილავს, – ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მიმდინარე სეზონი „სამეფო კლუბმა“ არადამაჯერებლად დაიწყო. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ორი საშინაო მატჩი წააგო – ჯერ „ბარსელონასთან“ (1:4), ხოლო შემდეგ – „მილანთან“ (1:3).

რაც შეეხება ალონსოს, ის ლევერკუზენის „ბაიერს“ 2022 წლიდან ავარჯიშებს. გასულ სეზონში მისმა გუნდმა ბუნდესლიგა წაგების გარეშე მოიგო, ასევე დაეფლა გერმანიის თასს.

ალონსო მადრიდის „რეალში“ 2009-დან 2014 წლამდე თამაშობდა.