მადრიდის „რეალი“ იანვრამდე საკლუბო ბაზაზე ითამაშებს
მადრიდის „რეალი“ იანვრამდე საკლუბო ბაზაზე ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ მენეჯმენტი ესპანეთის ჩემპიონატში გუნდის დარჩენილი საშინაო მატჩების ჩატარებას ვალდებებასის საკლუბო ბაზაზე გეგმავს – ინფორმაციას პოპულარული ესპანური გამოცემა „ასი“ ავრცელებს.

„მადრიდის კლუბი სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მაყურებელს თამაშებზე დაუშვებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ „რეალი“ საკუთარ ბაზაზე მინიმუმ 2021 წლის იანვრამდე ითამაშებს“ – ამტკიცებს გამოცემა.

„რეალის“ სავარჯიშო ბაზას დაარქვეს „Ciudad Real Madrid“ („ქალაქი რეალ მადრიდი“) ან უბრალოდ ვალდებებასი. მისი მშენებლობა 2004-2005 წლის 30 სექტემბერში მიმდინარეობდა და 98.5 მილიონი ევრო დაჯდა.

სპორტულ ცენტრში, რომელიც გადაჭიმულია 120 ჰა ფართობზე, განთავსებულია ოთხი საფეხბურთო მოედანი (სამი – პირველი გუნდისთვის), ექვსი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სატრენაჟორო და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ცენტრი, მოთამაშეთა საცხოვრებელი კორპუსი, ასევე 6 000 მაყურებელზე გათვლილი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონი. თამაშები სწორედ ამ არენზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი