მადრიდის „რეალი“ ფედერიკო ვალვერდესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდა #1TVSPORT

14:20, 20.11.2026

მადრიდის „რეალი“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ფედერიკო ვალვერდესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და ურუგვაელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბში“ 2031 წლის ივნისამდე დარჩება. ახალი ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

როგორც ესპანური გამოცემა AS-ი წერს, ვალვერდეს ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდება და ის „რეალის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

28 წლის ნახევარმცველს გუნდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევენ და მის გასხვისებას არ განიხილავენ.

ვალვერდე „რეალში“ 2016 წელს გადავიდა, მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი