მადრიდის ცენტრში, ოთხსართულიან შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაშავებულია 17 ადამიანი

20:57, 06.05.2022

მადრიდის ცენტრში, ოთხსართულიან შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაშავებულია 17 ადამიანი. შენობაში რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობდა.

ესპანეთის ხელისუფლების ცნობით, ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მადრიდის მერის ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდას განცხადებით, დაშავებულთაგან ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთის მდგომარეობა სერიოზულია. მისი თქმით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი