მადრიდის ცენტრში ათასობით ფერმერმა საპროტესტო აქცია გამართა

20:35, 11.02.2026

მადრიდის ცენტრში ათასობით ფერმერი საპროტესტო აქციაზე ტრაქტორებით მივიდა.

ესპანელი ფერმერები მერკოსურის ქვეყნებთან, კერძოდ, არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისა და ურუგვაისთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებდნენ. ფერმერები ფიქრობენ, რომ ამ შეთანხმებით, იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი გაიზრდება, რაც ადგილობრივი საქონლის გაიაფებას გამოიწვევს.

მადრიდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დემონსტრაციაში 367 ტრაქტორი და დაახლოებით 2 500 დემონსტრანტი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით: „ესპანეთის სოფლები არ იყიდება“.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა შეთანხმებას ევროპისთვის „არაჩვეულებრივი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ადგილობრივი ფერმერები დაზარალდებიან, ისინი კომპენსაციას მიიღებენ.

მსგავსი