მადლობა ყველაფრისთვის, ჩხეტო - „ტორპედომ“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა (ვიდეო)
მადლობა ყველაფრისთვის, ჩხეტო - „ტორპედომ“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა (ვიდეო)

ქუთაისის „ტორპედო“ კახა ჩხეტიანმა დატოვა. ეს ოფიციალურად თავად გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

ქუთაისის „ტორპედო“ კახა ჩხეტიანს დაემშვიდობა და გუნდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ აღარ გაწვრთნის. მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. „ტორპედო“ მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს. მადლობა ყველაფრისთვის!” – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ჩხეტიანი „ტორპედოს“ მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს „ტორპედომ“ ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, კლუბმა ორ-ორჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, პირველად ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში…

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ „ტორპედო“ ფიზმომზადების მწვრთნელმა შალვა ღონღაძემაც დატოვა, რომელიც ჩვენს კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა.

დატოვე კომენტარი