„მადლობა თავისუფლებისთვის“ - ამ სლოგანით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულის სოფელ წერეთელში გაიმართა
„მადლობა თავისუფლებისთვის“ - ამ სლოგანით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულის სოფელ წერეთელში გაიმართა

„მადლობა თავისუფლებისთვის“, – ამ სლოგანით გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში. ახლად გახსნილ 9 აპრილის სახელობის სკვერში მემორიალი მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ყვავილებითა შეამკეს და სანთლები დაანთეს.

აღევლინა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. გაიმართა დოკუმენტური ვიდეომასალის ჩვენება. მოგვიანებით კი ახალგაზრდებმა ცაში სიმბოლურად 21 ფრანი გაუშვეს.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.