მადლიერების ტაში „თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს [ვიდეო]

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. ამჯერად, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი, ასევე, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩები მოირეცხა.

ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს თემურ მღებრიშვილთან ერთად გაეცნო.

თბილსერვისისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც თბილისის ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით წმენდენ, მოქალაქეები აივნებიდან მადლიერების ტაშით შეხვდნენ.

ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას თბილისის მერიის პრესამსახურის ხელმძღვანელი სოციალური ქსელით ავრცელებს.

დატოვე კომენტარი