მადლენ ოლბრაიტი - ნატო-ს კარი ახალი წევრებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ღია უნდა იყოს
მადლენ ოლბრაიტი - ნატო-ს კარი ახალი წევრებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ღია უნდა იყოს

ნატო-ს კარი ახალი წევრებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ღია უნდა იყოს. ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა პრაღაში გააკეთა, სადაც ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.

ინფორმაციას „რადიო პრაღა” ავრცელებს. მადლენ ოლბრაიტის თქმით, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან.

ჩეხეთი ნატო-ს წევრი 1999 წლის 12 მარტს გახდა. ის ალიანსს პოლონეთთან და უნგრეთთან ერთად შეუერთდა. ამ თარიღის აღსანიშნავად პრაღაში უსაფრთხოების კონფერენცია იმართება. დღეს საღამოს დაგეგმილია გალა საღამოც, რომელზეც „ვიშეგრადი ჯგუფის“ წევრი ქვეყნების ლიდერებს ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი უმასპინძლებს.