მადაგასკარზე ციკლონ „გეზანის“, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა
მადაგასკარზე ციკლონ „გეზანის“, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა

მადაგასკარზე ციკლონ „გეზანის“, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა, 16 000-ზე მეტ პირს კი ევაკუაცია დასჭირდა.

ქვეყნის რისკებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული ბიუროს (BNGRC) ცნობით, ამ დროისთვის 15 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 804 დაშავდა, ხოლო 423 000-ზე მეტი სტიქიით დაზარალებულად მიიჩნევა.

მედიის ცნობით, ქარის სიჩქარემ საათში დაახლოებით 185 კმ შეადგენდა. მოგვიანტებით ციკლონმა მოზამბიკის მიმართულებით გადაინაცვლა.