მადაგასკარში, სტადიონზე აღლუმის შემდეგ ჭყლეტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
მადაგასკარში, სტადიონზე აღლუმის შემდეგ ჭყლეტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

მადაგასკარში სტადიონზე ჭყლეტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ადგილობრივები დედაქალაქ ანტანანარივუში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სტადიონზე აღლუმს ესწრებოდნენ. „ბიბისი“ კუნძულოვანი ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც სტადიონზე აღლუმი დასრულდა, ხალხი კი ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა, თუმცა ამ დროს პოლიციამ შესასვლელები გაურკვეველი მიზეზების გამო დახურა.

მსგავსი შემთხვევა ამავე სტადიონზე გასული წლის სექტემბერშიც მოხდა, როდესაც საფეხბურთო მატჩზე მომხდარი ჭყლეტის დრო ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.