მადაგასკარის დედაქალაქში ამერიკელი დიპლომატი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
მადაგასკარის დედაქალაქში ამერიკელი დიპლომატი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მადაგასკარის დედაქალაქში ამერიკელი დიპლომატი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მომხდარის დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა უწყების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

„დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ პარასკევს, 21 სექტემბრის ღამით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი საკუთარ სახლი გარდაცვლილი იპოვეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

ნაუერტის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება მადაგასკარის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივ გამოძიებას აწარმოებს.

ამასთან, სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მაშინ დააკავეს, როდესაც ის დიპლომატის სახლის ეზოდან გაქცევას ცდილობდა.