მადაგასაკარის პრეზიდენტმა ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აქციების ფონზე, მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო
მადაგასაკარის პრეზიდენტმა ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აქციების ფონზე, მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო

მადაგასაკარის პრეზიდენტმა ქვეყანაში გამართული მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „ბიბისი“ წერს, ახალგაზრდები მადაგასკარზე აქციებს წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიის მიწოდებაში არსებულ პრობლემების გამო მართავდნენ.

„ჩვენ ვაცნობიერებთ და ბოდიშს ვიხდით, თუ მთავრობის წევრებმა არ შეასრულეს მათი მოვალეობები“, – განაცხადა მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რადზუელინა.

ე.წ. Gen Z-ის (1997-დან 2012 წლამდე დაბადებულთა თაობა) აქციები მადაგასკარში რამდენიმე დღეა, უწყვეტ რეჟიმში იმართება. ახალგაზრდების მიტინგები იმართება ლოზუნგით; „ჩვენ გვინდა ცხოვრება და არა გადარჩენისთვის ბრძოლა“.

მთავრობამ დემონსტრაციების დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ძალა. შედეგად, გაერო-ს ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, 22 ადამიანი და 100 დაშავდა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარმა მადაგასკარის ხელისუფლება „არასაჭირო ძალის“ გამოყენებაში დაადანაშაულა.

მადაგასკარის მთავრობამ აქციების დროს დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ გაერო-ს მიერ გავრცელებულ ცნობები უარყო. მათი თქმით, ეს სტატისტიკური მონაცემები დაფუძნებულია „ჭორებსა და დეზინფორმაციაზე“.
საპროტესტო აქციები თავდაპირველად დედაქალაქ ანტანანარივოში დაიწყო და მადაგასკარის რვა ქალაქში გავრცელდა. ძალადობის და მოროდიორობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო მთავრობამ ანტანანარივოში ღამის საათებში კომენდანტის საათი შემოიღო. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი.

გასულ კვირას აქციების ფონზე პრეზიდენტმა გადააყენა ენერგეტიკის მინისტრი, თუმცა აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს მთავრობის სრული შემადგენლობისა და პრეზიდენტის გადადგომაც. პრეზიდენტმა მთავრობის გადაყენების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ახალგაზრდებთან დიალოგის გამართვის სურვილი გამოთქვა.

ცნობისთვის, მადაგასკარის მოქმედი პრეზიდენტი ანდრი რადზუელინა მთავრობაში 2009 წელს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად მივიდა. ის მესამე ვადით 2023 წელს აირჩიეს.