მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი 4000 კვ.მ-ს შეადგენს
მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი 4000 კვ.მ-ს შეადგენს

მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი 4000 კვ.მ-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწის გადაცემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.

„საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის მეფესა და მის უმაღლესობა პრინც ღაზის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის უდიდესი მოვლენა, როდესაც 300 წლის შემდეგ, საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება.

მიწის მდებარეობისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა მიაწოდა.

ელჩის თქმით, მდინარე იორდანესთან ახლომდებარე 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი უახლოეს პერიოდში დასრულდება“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი