მაჩეტეებით შეიარაღებულმა ქურდებმა ვერტონგენის სახლი გაძარცვეს და მის ცოლს დაემუქრნენ
მაჩეტეებით შეიარაღებულმა ქურდებმა ვერტონგენის სახლი გაძარცვეს და მის ცოლს დაემუქრნენ

მეტად უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს „ტოტენჰემის“ მცველს იან ვერტონგენს – მისი სახლი გაძარცვეს, როცა ბელგიელი ფეხბურთელი გერმანიაში იმყოფებოდა.

„დეილი ექსპრესის“ ინფორმაციით, ძარცვა მოხდა 10 მარტს, როცა „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალს ატარებდა „ლაიპციგის” წინააღმდეგ. ძარცვის დროს, სახლში ვერტონგენის ცოლი და ორი შვილი იყო. ოთხი მძარცველი ნიღბებით, მაჩეტეებითა და დანებით იყვნენ შეიარაღებულნი.

მათ მოთხოვეს ფეხბურთელის ცოლს ეჩვენებინა – სად ინახებოდა ფული და ძვირფასეულობა. ქალი შეშინდა და შეასრულა დამნაშავეების მოთხოვნა. ლონდონის პოლიციის განცხადებით, ძარცვისას არავინ დაზარალებულა. მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ პოლიცია მძარცველების კვალზე ვერ გავიდა.