მაჩეი ჩურა - მოხარული ვარ, რომ პროექტი, რომელსაც „საქართველოს ევროპული მაგისტრალი“ შევარქვი, რეალობა გახდა, მაგისტრალს წვლილი შეაქვს გლობალურ მობილობაში, ეკონომიკურ ზრდაში
მაჩეი ჩურა - მოხარული ვარ, რომ პროექტი, რომელსაც „საქართველოს ევროპული მაგისტრალი“ შევარქვი, რეალობა გახდა, მაგისტრალს წვლილი შეაქვს გლობალურ მობილობაში, ეკონომიკურ ზრდაში

მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელით და მოწმე ვარ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც შევარქვი ,,საქართველოს ევროპული მაგისტრალი“, რეალობა გახდა, ამას მივყავართ დასრულებამდე ძალიან სერიოზული ტრანსევროპული ქსელის ნაწილის და შუა დერეფნის ძირითადი ნაწილის, რომელიც გაიხსნება „ევროპის გლობალური კარიბჭის ფორუმისა“ და „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შემდეგ,- ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაჩეი ჩურამ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაჩეი ჩურამ აღნიშნა, მაგისტრალს წვლილი შეაქვს გლობალურ მობილობაში, ეკონომიკურ ზრდაში.

ამასთან, ჩურამ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

„საქართველო-ევროპის თანამშრომლობის პრიორიტეტების ევროპულმა ბანკმა პირველი სესხი 2011 წელს დაამტკიცა, რომელსაც მხარი უნდა დაეჭირა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისთვის. ჩვენმა ვალდებულებებმა, რაც სრულიად გარანტირებულია ევროკავშირის მიერ, ერთ მილიარდ ევროს მიაღწია, ის შევსებული იყო 42 მილიონის ევროპული გრანტებით. ბოლო გრანტს ხელი მოეწერა ბრიუსელში გლობალური ფორუმის დროს. უბისა-შორაპანის სექცია გახლავთ ერთ-ერთი, რომელსაც აფინანსებს ბანკი. ასევეა აღნიშნული მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთი, ჩუმათელეთი-ქვევი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი და ასევე, ხანგრძლივი თვალსაზრისით, სხვა სექციები. იგი ფინანსდება „იაივი გლობალის“ მიერ ჩვენი ხანგრძლივი ვალდებულებების ჭრილში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობას. „იაივის“ ვიცე-პრეზიდენტის, ევროპული საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სახელით, მინდა, მივესალმო ამ ეტაპს ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის თვალსაზრისით სატრანსპორტო სექტორში, რომელიც ევროკავშირს და საქართველოს აახლოებს. ჩვენი მხარს ვუჭერთ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალს, საყრდენს, მას წვლილი შეაქვს გლობალურ მობილობაში, ეკონომიკურ ზრდაში. დასკვნის სახით, მინდა, მაღალი შეფასება მივცე ჩვენი გუნდის თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობას ვუსვამ ხაზს, რომლებიც მხარს უჭერენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებას. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია საქართველოს კეთილდღეობის გაფართოებისთვის, რაც საინვესტიციო გეგმის ნაწილია“, – განაცხადა მაჩეი ჩურამ.