მაჩალიკაშვილების ადვოკატი საქმის სრულ მასალებზე წვდომას ითხოვს

13:44, 02.02.2018

დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის სრულ მასალებზე წვდომას ითხოვს.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, მათ არ ესმით, რატომ აჭიანურებს პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საქმეს.

“ჩვენი მოთხოვნაა, სწრაფად გვცნონ დაზარალებულებად. აქამდე გვქონდა წვდომა მასალებზე, რაც სრულყოფილ შეფასებას არ იძლევა. იქ არის გასაიდუმლოებული ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – სპეცრაზმელის ჩვენება, სატელეფონო კავშირები, რა დროს დარეკეს, ვისგან დარეკეს, რა დროს იქნა გადაყყვანილი საავადმყოფოში, რამდენად დროულად იქნა გადაყვანილი. იგივე ხელყუმბარის ნაწილი, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ არის. ამ კუთხით გვაქვს კითხვები, ეჭვები გვაქვს და გვსურს მალე მივიღოთ პასუხები”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს ხვდებიან.

მსგავსი