მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები „კირნათიჰესთან“ აქციას მართავენ
მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები „კირნათიჰესთან“ აქციას მართავენ

ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს „კირნათიჰესის“ შესასვლელი აქვთ გადაკეტილი და თანამშრომლებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

პროტესტის მიზეზი ჰიდროელექტროსადგურის კაშხალია. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ დაგუბების შედეგად წყალმა დაფარა სავარგულების ის ნაწილი, რომლებზეც დაპირებული კომპენსაცია არ გაცემულა. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰესის მშენებარე კომპანიასთან შესაბამისი შეთანხმებაც არსებობს, თუმცა იგი ვალდებულებას არ ასრულებს.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ. კომპენსაციების მოთხოვნით მათ აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართეს.