მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ მშენებლობა დაიწყო
მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ მშენებლობა დაიწყო

მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ მშენებლობა დაიწყო.

პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას, ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

„ეთნოსოფელი“ გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც.

დღეს, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მაჭახელას საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო და მისი დასრულება 2021 წლის სექტემბერში იგეგმება.

მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეები და საკონფერენციო ოთახი განთავსდება.
გაერო-ს განვითარების ფონდი მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობს.

დატოვე კომენტარი