მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა მდინარეში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს
მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა მდინარეში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს

მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებმა მდინარეში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს და ველურ ბუნებაში გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შველი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და დასახმარებლად რეინჯერებს მიმართა. შველის დათვალიერების შემდგომ მას არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც რეინჯერებმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონის სამმართველოს თანამშრომლებმა ველურ ბუნებაში გაუშვეს.