მაჩაბლის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი
მაჩაბლის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი

​სროლა იყო თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ, 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).