„ევერტონის“ მეკარე მაარტენ სტეკელენბურგი თავისუფალი აგენტის სტატუსით ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა, – წერია ნიდერლანდური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
37 წლის მეკარემ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და „აიაქსში“ აგვისტოში გადავა, როცა პრემიერლიგაში სეზონი დასრულდება.
ნიდერლანდების ყოფილი მეკარე „აიაქსში“ 2002-2011 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ, ის „რომაში“, „ფულჰემში“, „მონაკოში“, „საუთჰემპტონსა“ და „ევერტონში“ გამოდიოდა. ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 58 მატჩია. სტეკელენბურგი 2010 წელს მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გახდა.