ლვოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

10:07, 21.08.2025

რუსეთმა ლვოვზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერი ანდრეი სადოვი აცხადებს.

„ხმაურიანი ღამე ლვოვში. მტერმა განახორციელა კომბინირებული შეტევა შაჰედებითა და რაკეტებით“, – განაცხადა სადოვმა.

სადოვი ასევე აღნიშნავს, რომ აფეთქებების ტალღამ ათობით სახლი დააზიანა.

მსგავსი