ლვოვში, სადაც რადას ყოფილი თავმჯდომარე მოკლეს, სპეციალური ოპერაცია გამოცხადდა, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები
ლვოვში, სადაც რადას ყოფილი თავმჯდომარე მოკლეს, სპეციალური ოპერაცია გამოცხადდა, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა გაავრცელა დეტალები ლვოვში უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის მკვლელობასთან დაკავშირებით.

როგორც უკრაინული მედია წერს, თავდამსხმელი გაიქცა, ხოლო ქალაქში სპეციალური ოპერაცია „სირენა“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ოლქის პროკურატურისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები, ასევე ჩართული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა პარუბის რამდენჯერმე ესროლა, რის შედეგადაც უკრაინელი დეპუტატი ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის გარემოებების დადგენის პროცესი გრძელდება.