ლვოვში მობილიზაციის დროს მომხდარი დაპირისპირების რამდენიმე მონაწილემ სამხედროებს ბოდიში მოუხადა

02:14, 10.07.2026

ლვოვში მობილიზაციის დროს მომხდარი დაპირისპირების რამდენიმე მონაწილემ სამხედროებს ბოდიში მოუხადა. ვიდეო, რომელშიც ორი მამაკაცი ბოდიშს იხდის, ვეტერანმა ანტონ პეტროვსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ერთ-ერთმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ის მოქმედი სამხედროა და ამჟამად შვებულებაში იმყოფება. მან თანამებრძოლებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ შვებულების დასრულების შემდეგ ფრონტზე დაბრუნდება. მეორე მონაწილემ ასევე ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ მზად არის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახური გააგრძელოს.

ვიდეოს ავტორმა აღნიშნა, რომ დაპირისპირებაში არასრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ. მისი თქმით, მიმდინარეობს იმ პირების მოძიებაც, რომლებიც ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს ფორმას ხდიდნენ.

კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა უკრაინის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა. კადრებში დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი ადამიანი ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ მზად არის, „ნებისმიერი სასჯელი“ მიიღოს.

ცნობისთვის, ლვოვში მობილიზაციის დროს დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეებმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ცენტრის მანქანა დააზიანეს, დაკავებულია ერთი პირი. ლვოვში დაპირისპირებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. „ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა, ასე არ უნდა ხდებოდეს“,- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ შემთხვევას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს უწყებები შეისწავლიან.

მსგავსი