ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლვოვზე სარაკეტო იერიშები კასპიის ზღვის მხრიდან განახორციელეს
ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლვოვზე სარაკეტო იერიშები კასპიის ზღვის მხრიდან განახორციელეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლვოვზე სარაკეტო იერიშები კასპიის ზღვის მხრიდან განახორციელეს. ამის შესახებ ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსკიმ კოზიცკიმ განაცხადა.

კოზიცკიმ აღნიშნა, რომ ეს იყო ჰაერიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები. გავრცელებული ცნობით, სამი რაკეტა საწყობებს მოხვდა, ერთი კი ავტოფარეხს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლვოვზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად მსხვერპლის რიცხვი შვიდამდე, დაშავებულების კი 11-მდე გაიზარდა.