ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია - რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, „კრასნოეს“ სარკინიგზო ქვესადგურზე აფეთქება მოხდა
ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია - რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, „კრასნოეს“ სარკინიგზო ქვესადგურზე აფეთქება მოხდა

ლვოვის რეგიონში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად „კრასნოეს“ სარკინიგზო ქვესადგურზე აფეთქება მოხდა, მაშველები ცეცხლს აქრობენ. ამის შესახებ ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, მაქსიმ კოზიცკიმტელეგრამზე“ დაწერა.

„25 აპრილს, სარაკეტო დარტყმის შედეგად „კრასნოეს“ სარკინიგზო სადგურის გამწევ ქვესადგურზე მოხდა აფეთქება. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები მუშაობენ, ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება“, – აღნიშნა კოზიცკიმ.

აქვე, მან დაამატა, რომ ერთი რაკეტა ლვოვის რეგიონში უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს. კოზიცკის თქმით, რაკეტები ოკუპანტებმა სავარაუდოდ „ტუ-95“-ის ტიპის თვითმფრინავებიდან ისროლეს.