ლვოვის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ რუსულმა „სუ-35“-მა ოლქის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა
ლვოვის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ რუსულმა „სუ-35“-მა ოლქის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა

ლვოვის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ რუსულმა „სუ-35“-მა ოლქის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა.

როგორც მაქსიმ კოზიცკი ამბობს, უკრაინის სამხედრო ძალებმა ოთხი ფრთოსანი რაკეტის განადგურება შეძლეს. მისივე თქმით, რუსული ავიაგამანდაგურებლები ბელარუსის ტერიტორიიდან, კერძოდ ბრესტის რაიონში მდებარე ბარანოვიჩის აეროპორტიდან გამოფრინდნენ.

ლვოვში აფეთქებების ხმა დღეს დილით გაისმა. როგორც ტელეგრამ არხებში ლვოვის მცხოვრებლები წერდნენ, სარაკეტო იერიშის გამაფრთხილებელი სიგნალი გამთენიისას ჩაირთო.