ლვოვიდან პოლონეთის მიმართულებით დღეს საქართველოს კიდევ 50 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

15:41, 23.03.2022

უკრაინის ქალაქ ლვოვიდან პოლონეთის მიმართულებით დღეს საქართველოს კიდევ 50 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ლვოვიდან იუწყება.

აღნიშნული მოქალაქეებიდან 20 პირი ლვოვში ჩავიდა მარიუპოლიდან, სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. ისინი ყვებიან, რომ დაახლოებით 20 დღის განმავლობაში იყვნენ უმძიმეს პირობებში და ბოლოს, თავშესაფრებში ყოფნაც აღარ იყო უსაფრთხო, რის გამოც ფეხით დაახლოებით ოცი კილომეტრი გაიარეს, რათა ლვოლვში მოხვედრილიყვნენ.

საქართველოს მოქალაქეები დღეს გაემგზავრნენ პოლონეთის საზღვრისკენ, საიდანაც საქართველოში ჩამოვლენ.

მსგავსი