ლუვრის მუზეუმის ძარცვის შემდეგ საფრანგეთში კიდევ ერთი მუზეუმი გაძარცვეს
ლუვრის მუზეუმის გაძარცვიდან მეორე დღეს საფრანგეთში კიდევ ერთი მუზეუმი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
ქალაქ ლანგრის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, პიერიკ უაითმა განაცხადა, რომ „დენი დიდროს განმანათლებლობის სახლის“ მუზეუმი ლუვრის ქურდობის შემდეგ ღამეს გაძარცვეს.
პირველადი დაკვირვების თანახმად, მუზეუმის საგანძურის ნაწილი – ვერცხლისა და ოქროს მონეტების კოლექცია ადგილზე აღარ აღმოჩნდა.
გავრცელებული ცნობით, შესასვლელი კარი ძალით გააღეს, შემდეგ კი ვიტრინა გატეხეს.