ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ხუთი პირი დააკავეს
ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ხუთი პირი დააკავეს

ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ხუთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

დაკავება პარიზის ერთ-ერთ უბანში მოხდა. როგორც პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, დაკავებულებს შორის არის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი.

„სხვა პირებს, რომლებიც პოლიციამ დააკავა, შეუძლიათ, მოგვაწოდონ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით“, – აცხადებენ პროკურორაში.

მედიის ცნობით, მუზეუმიდან მოპარული სამკაულები ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის.

მანამდე, 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, ის თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, დილით ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევრომდე იყო.