#ლურჯიპლანეტა — ვეფხვისებრი ზვიგენები და მწვანე კუები ავსტრალიის ზღვის ბალახში #1tvმეცნიერება
#ლურჯიპლანეტა — ვეფხვისებრი ზვიგენები და მწვანე კუები ავსტრალიის ზღვის ბალახში #1tvმეცნიერება

საქართველოს პირველმა არხმა BBC-ის დოკუმენტური სერიალი „ლურჯი პლანეტა II“ შეიძინა, რომლის საეთერო ჩვენებაც უკვე დასრულდა. მიუხედავად ამისა, მაყურებელთა დიდი ნაწილი დღემდე გვთხოვს სერიალის ვებგვერდზე განთავსებას. რა თქმა უნდა, ამ თხოვნას ვითვალისწინებთ და დღეიდან, 1tv.ge-ს მეცნიერების რუბრიკაში ყოველდღიურად წარმოგიდგენთ ქართულად გახმოვანებულ თემატურ ნაწყვეტებს სერიალიდან, გადამუშავებულ ტექსტთან ერთად.

ავსტრალიაში, მზით განათებულ წყალმარჩხ ადგილებში მურა წყალმცენარეების ნაცვლად ყვავილოვანი მცენარე, ზღვის ბალახი იზრდება. ზღვის ამ მინდვრებს შორის ყველაზე ვრცელი რვა ათას კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული.

ტროპიკულ წყლებში, სადაც ზღვის ბალახი იზრდება, ვეფხვისებრი ზვიგენები ბინადრობენ. მათი სიგრძე ხუთ მეტრს აღწევს. ამ ზვიგენებს მძლავრი ყბები აქვთ. მათი ძირითადი ნადავლი მწვანე კუებია. ზღვის ბალახი მწვანე კუების ყოვლდღიური ულუფის შემადგენელი ნაწილია. ერთ კუს შეუძლია დღე-ღამეში ორი კილოგრამი ზღვის ბალახი შეჭამოს.

ჯანმრთელი კუები ცდილობენ მოახლოებული ზვიგენისაგან თავი შორს დაიჭირონ. ზვიგენები ედევნებიან კუებს, რომლებიც განუწყვეტლივ მოძრაობენ და ამგვარად წყალმცენარეებს სრული განადგურებისგან იცავენ. ამას კი თავისი უპირატესობები აქვს.

ადგილის იმ მცირე მონაკვეთს, სადაც ზღვის ბალახი იზრდება, შეუძლია შთანთქოს და შეინახოს 35-ჯერ მეტი ნახშრიორჟანგი, ვიდრე ტროპიკული ტყის ასეთივე მონაკვეთს. შედეგად, ზღვის ბალახი და მისი მცველი ზვიგენები გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანების მოკავშირეები არიან.