#ლურჯიპლანეტა — ობობა-კიბორჩხალების უზარმაზარი კოლონია წყალქვეშა მდელოზე #1tvმეცნიერება
#ლურჯიპლანეტა — ობობა-კიბორჩხალების უზარმაზარი კოლონია წყალქვეშა მდელოზე #1tvმეცნიერება

საქართველოს პირველმა არხმა BBC-ის დოკუმენტური სერიალი „ლურჯი პლანეტა II“ შეიძინა, რომლის საეთერო ჩვენებაც უკვე დასრულდა. მიუხედავად ამისა, მაყურებელთა დიდი ნაწილი დღემდე გვთხოვს სერიალის ვებგვერდზე განთავსებას. რა თქმა უნდა, ამ თხოვნას ვითვალისწინებთ და დღეიდან, 1tv.ge-ს მეცნიერების რუბრიკაში ყოველდღიურად წარმოგიდგენთ ქართულად გახმოვანებულ თემატურ ნაწყვეტებს სერიალიდან, გადამუშავებულ ტექსტთან ერთად.

ზღვის მწვანე ტყეების გადასარჩენად მიმდინარე ბრძოლას შესაძლოა მასშტაბური შედეგები მოჰყვეს. წელიწადში ერთხელ, ავსტრალიის ერთ-ერთი წყალქვეშა მდელო სახეცვლილებას განიცდის. ზამთარში, სავსემთვარობის პერიოდში, აქ მთელი არმია მოდის — კიბორჩხალა-ობობები, იგივე ობობა-კიბორჩხალები. შარშან ისინი საკვებს უფრო ღრმა წყლებში ეძებდნენ, ახლა კი ზღვის ბალახის მდელოზე მიცოცავენ.

ასეულობით ათასი ობობა. ისინი ერთმანეთს ზურგზე ასხდებიან და მთების მთელ ჯაჭვს ქმნიან, რომელთა სიგრძეც ზოგჯერ ას მეტრს აღწევს. ისინი მეგობრებს არ ეძებენ და არც კვერცხს დებენ,
აქ იმისთვის მოვიდნენ, რომ გაიზარდონ. სხვა კიბორჩხალების მსგავსად, მათი სხეული მყარი ბაკნით არის დაფარული. ზრდის პროცესში მათ ეს ბაკანი უნდა მოიშორონ. როცა ბაკანი სკდება და ცხოველის
რბილი სხეული თავისუფლდება, ის უკვე დიდი ზომისაა. ახალი ბაკნის გამაგრებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ის ახლა ფეხზე ძლივს დგება და სიარული თითქმის არ შეუძლია. დაუცველია და ამიტომ, დიდი
საფრთხე ემუქრება.

ბოლოქაცვია სკაროსი. ის უზარმაზარია, ოთხი მეტრი სიგრძის. მას ბაკნიდან გამოსული რბილი კიბორჩალის შეჭმა მოუნდა, რომლის მონადირება ახლა უფრო ადვილია. კიბორჩხალები ცდილობენ ჯგუფებად გაერთიანდნენ. მაგრამ ახლა, სკაროსისგან შეშინებულები, სხვადასხვა მხარეს გარბიან.

კიბორჩხალა, რომელმაც ბაკანი ახლახან მოიშორა, მეტისმეტად სუსტია და ძალა არ ჰყოფნის, რათა ჯგუფს შეუერთდეს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჯგუფის შიგნით არის. ამიტომ, ყველანი ერთად
შეგროვდნენ. მათი უსაფრთხოება ერთიანობაშია. მაგრამ კიბორჩხალების უმრავლესობა გარბის. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ღრმა წყლებში მარტო იხეტიალებენ საკვების მოსაპოვებლად.