#ლურჯიპლანეტა — ბრძოლა ზღვის ვარსკვლავას ქვირითისთვის #1tvმეცნიერება
#ლურჯიპლანეტა — ბრძოლა ზღვის ვარსკვლავას ქვირითისთვის #1tvმეცნიერება

საქართველოს პირველმა არხმა BBC-ის დოკუმენტური სერიალი „ლურჯი პლანეტა II“ შეიძინა, რომლის საეთერო ჩვენებაც უკვე დასრულდა. მიუხედავად ამისა, მაყურებელთა დიდი ნაწილი დღემდე გვთხოვს სერიალის ვებგვერდზე განთავსებას. რა თქმა უნდა, ამ თხოვნას ვითვალისწინებთ და დღეიდან, 1tv.ge-ს მეცნიერების რუბრიკაში ყოველდღიურად წარმოგიდგენთ ქართულად გახმოვანებულ თემატურ ნაწყვეტებს სერიალიდან, გადამუშავებულ ტექსტთან ერთად.

დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში, სამყარო ზამთრის გრძელ, პირქუშ სამ თვეს ცვლილებების მოლოდინში ატარებს.

გაზაფხულის მზის შუქის გამოჩენისთანავე, ზღვის ვარსკვლავები პირველები რეაგირებენ მზის სხივებზე. ისინი უმაღლეს წერტილს ეძებენ და წყალში მომხდარ ცვლილებებს მილისებრი ფეხების დაბოლოებებით გრძნობენ. ზღვის ვარსკვლავები ქვირითს ყრიან.

აი, ზღვის კიტრები, ანუ ჰოლოთურიებიც გამოჩნდნენ. მათ პირი დაღებული აქვთ და საკვებს ეძებენ. ჰოლოთურიები ცდილობენ, ზღვის ვარსკვლავების რაც შეიძლება მეტი ქვირითი შეაგროვონ; ქვირითი კი აქ საკმაოდ ბევრია. მას ხომ ათი კიდური აქვს.

 

საკუთარი წილი ქვირითის მიღება სურთ ზღვის ბუმბულებსაც. აქაური ბინადრები ამ ყოველწლიურ „ბანკეტზე“ კარგად უნდა დანაყრდნენ.

მზის შუქმა ყველაფერი საოცრად გამოაცოცხლა. მურა წყალმცენარეები და ლამინარიები ჰაერის ბუშტუკების წყალობით წყლის ზედაპირზე ამოდიან. მალე მთელი ზღვის ტყე და მასთან ერთად მთელი წყალქვეშა ცხოვრებაც გამოიღვიძებს. ეს მწვანე ზღვები ფლორითა და ფაუნით ერთ-ერთი ყველაზე უხვი, მაგრამ ამავე დროს სასტიკი წყალსატევებია პლანეტის ოკეანეებში.

დატოვე კომენტარი