ქალაქ ლუქსორში ავარიული შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში ავარიული შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სულ მცირე 13 პირი.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილთა შორის ეგვიპტის მოქალაქე ორი ბავშვი და ერთი გერმანელი ტურისტი ქალი არიან.
გერმანიის მოქალაქეები არიან დაშავებულთა შორისაც. ისინი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.