ლუქსემბურგში ვიზიტის დროს, ბრიტანეთის პრემიერმა პრესკონფერენციის ჩატარება აქციის გამო ვერ მოახერხა
ლუქსემბურგში ვიზიტის დროს, ბრიტანეთის პრემიერმა პრესკონფერენციის ჩატარება აქციის გამო ვერ მოახერხა

ლუქსემბურგში ვიზიტის დროს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პრესკონფერენციის ჩატარება საპროტესტო აქციის გამო ვერ მოახერხა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ბორის ჯონსონი ლუქსემბურგში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, კსავ ბეთელთან შესახვედრად ჩავიდა.

ბორის ჯონსონის ჩასვლამდე, ლუქსემბურგში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ისინი ბრექსიტის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

საბოლოოდ, ლუქსემბურგის პრემიერს პრესკონფერენციის ჩატარება მარტოს მოუხდა.

„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ბატონ ჯონსონზე. სწორედ მის ხელშია ბრიტანეთის მოქალაქეების მომავალ. დრო მიდის და ეს დრო გონივრულად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა.

მოგვიანებით, ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ლუქსემბურგის პრემიერის მხრიდან არ იყო სამართლიანი პრესკონფერენციის ჩატარება, რადგან ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები ხმაურობდნენ.

ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბრიტანულმა მხარემ ლუქსემბურგის ადმინისტრაციას პრესკონფერენციის შენობაში ჩატარება მოსთხოვა.