ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა
ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ამ გზით ქვეყნის მთავრობა გზებზე ავტომობილების რაოდენობის შემცირებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ლუქსემბურგში ყოველწლიურად 200 ათასი ადამიანი მიემგზავრება სამუშაოდ. მათ შორის გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ავტომობილით მგზავრობს.

დღეიდან ლუქსემბურგში მატარებლით (პირველი კლასის გარდა), ავტობუსით (ღამის რეისების გარდა) და ტრამვაით მგზავრობა უფასოდაა შესაძლებელი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯებს, რაც წელიწადში 41 მილიონ ევროს შეადგენს, მოქალაქეთა გადასახადებიდან შეგროვებული თანხით დაფარავენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება როგორც ლუქსემბურგის მცხოვრებლებისთვის, ისე ვიზიტორებისთვისაც.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტი 2013 წელს დაიწყო ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, თუმცა ამ შემთხვევაში უფასოდ გადაადგილება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ.