ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში იკრიბებიან. დიპლომატების მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ პროგრამას.
წინასწარი ცნობებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომზადებას 12 000-დან 15 000-მდე უკრაინელი სამხედრო გაივლის. პროგრამა მუშაობას სავარაუდოდ ნოემბრიდან დაიწყებს.
საგარეო საქმეთა მინისტრები ამავე შეხვედრაზე გეგმავენ, დაამტკიცონ სამოქალაქო მისია, რომლის წევრებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უნდა გააგზავნონ.
ევროპელი მინისტრები ასევე იმსჯელებენ ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებზე.