ლუქსემბურგში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას ხვალ განიხილავენ
ლუქსემბურგში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას ხვალ განიხილავენ

ლუქსემბურგში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიაზე საქართველოს მიერ მომზადებულ რეზოლუციას ხვალ განიხილავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, დღეს გრძელდება დებატები პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში, დღის წესრიგის მიხედვით, განიხილება უკრაინის დელეგაციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას.

„ხვალ ამავე კომიტეტში გვექნება ჩვენივე რეზოლუციის განხილვა. მოსალოდნელია, რომ ორივე რეზოლუციას ექნება დიდი წინააღმდეგობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუმცა ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ჩვენს რეზოლუციას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს. დებატები გრძელდება დღეს და ხვალ უკვე ეს საკითხი გადავა პლენარულ სესიაზე“, – განაცხადა ქაცარავამ.