ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერი - დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეებში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, თურქეთი დათანხმდება, რომ ფინეთსა და ნატო-ს შეუძლია, შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს
ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერი - დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეებში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, თურქეთი დათანხმდება, რომ ფინეთსა და ნატო-ს შეუძლია, შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს

დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეებში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და თურქეთი დათანხმდება, რომ ფინეთსა და ნატო-ს შეუძლია, შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, – ამის შესახებ განცხადება ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს დაწყებამდე გააკეთა.

„ჩემი აზრით, თურქეთმა უნდა გამოიჩინოს გონიერება და გააცნობიეროს, რომ შვედეთისა და ფინეთის, ამ ორი დემოკრატიული ქვეყნის შესვლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, განამტკიცებს ნატო-ს. ორივე ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეთ ადგილი ნატო-ში. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ვითარება გაირკვევა და ზაფხულში მადრიდის სამიტზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ფინეთსაც და შვედეთსაც ექნება საშუალება შეუერთდნენ ნატო-ს. ძალიან კარგად მესმის ფინეთის და შვედეთის პოზიცია, რომ ამ პერიოდში, უკეთესია იყო ნატო-ს ქოლგის ქვეშ. ჩემი აზრით, თურქეთის პოზიცია დაკავშირებულია ამ ქვეყანაში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეებში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და თურქეთი დათანხმდება, რომ ფინეთს და ნატო-ს შეუძლია, შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს“, – განაცხადა ფრანსუა ბაუშმა.