ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, ქსავიე ბეტელი, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლუქსემბურგის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში იქნება მოთავსებული და ამ დროის განმავლობაში შემდგომ შემოწმებას გაივლის.

ქსავიე ბეტელმა 10-დღიანი იზოლაცია ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ 48 საათზე ნაკლებ დროში დაიწყო. ლუქსემბურგის მთავრობის ხელმძღვანელს მსუბუქი სიმპტომები აქვს, სიცხე და თავის ტკივილი.

ქსავიე ბეტელმაასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა 6 მაისს გაიკეთა.

ლუქსემბურგში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ზრდა შეინიშნება. ქვეყანაში, სადაც 630 000 ადამიანი ცხოვრობს, პანდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“ 71 031 ადამიანს დაუდასტურდა.