ლულა და სილვა - შეერთებულმა შტატებმა მიუღებელი ზღვარი გადაკვეთა და უკიდურესად საშიში პრეცედენტი შექმნა
ლულა და სილვა - შეერთებულმა შტატებმა მიუღებელი ზღვარი გადაკვეთა და უკიდურესად საშიში პრეცედენტი შექმნა

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლულა და სილვას განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა „მიუღებელი ზღვარი“ გადაკვეთა და „უკიდურესად საშიში პრეცედენტი“ შექმნა.

მისი თქმით, ვენესუელის ტერიტორიის დაბომბვები და ქვეყნის პრეზიდენტის დატყვევება მიუღებელ ზღვარს სცილდება.

„ეს ქმედებები ვენესუელის სუვერენიტეტის ძალიან სერიოზულ ხელყოფას და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ ერთ უკიდურესად საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ქვეყნებზე თავდასხმა, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, პირველი ნაბიჯია ძალადობის, ქაოსისა და არასტაბილურობის სამყაროსკენ, სადაც უძლიერესის კანონი ჭარბობს მრავალმხრივობაზე“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.