„ლუკოილს“ ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს?

14:49, 23.09.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოულიმ აშშ-ის მთავრობის და ტრამპის ოჯახთან დაახლოებული სპარსეთის ყურის გავლენიანი ფიგურების მხარდაჭერა მოიპოვა და „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების შესაძენად გამართულ ბრძოლაში ჩაერთვება.

„ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივები გასაყიდად გასულ წელს, მას შემდეგ გაიტანეს, რაც რუსული ნავთობკომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა.

საქმის დეტალებზე ინფორმირებული წყაროების ცნობით, შესაძლო გარიგებაზე ბოული უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. მისი მიზანია, აშშ-ის საინვესტიციო ფონდის, „კარლაილის“ გარიგებიდან ჩახსნა, რომელმაც ნავთობის გიგანტის აქტივების შეძენაზე შეთანხმებას მიმდინარე წლის დასაწყისში მიაღწია.

„ლუკოილის“ უცხოური აქტივების ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მათ შორისაა ნავთობისა და გაზის საბადოები ცენტრალური აზიიდან მექსიკის ყურემდე, ასევე ათასობით ავტოგასამართი სადგური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევროპის მასშტაბით, მათ შორის -ბულგარეთსა და რუმინეთში.

სტატიის ავტორი: თეოდორა გატევა, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

ფოტო: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი, 2026 წელი, 09:54 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი