ლუხუმ ჩხვიმიანის პირველი გამარჯვება ანტალიის გრანდ სლემზე [ვიდეო] #1TVSPORT
ლუხუმ ჩხვიმიანის პირველი გამარჯვება ანტალიის გრანდ სლემზე [ვიდეო] #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს.

მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ტურნირის პირველ შეხვედრაში სლოვაკ დავიდ სტარკელს სძლია და მერვედფინალში გავიდა.

 

ცოტა ხნით ადრე ანტალიაში პირველი დაპირისპირებები წარმატებით ჩაატარეს ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). ჯაბამ ავსტრიელ დანიელ ლეუტგებს ვაზარით სძლია. ეთერიმ კი თურქი მოწინააღმდეგე ტუნცა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ორივე ქართველი მერვედფინალში იჭიდავებს. ანტალიის გრანდ სლემზე 63 ქვეყნის 528 წარმომადგენელი ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შარშანდელმა ტურნირმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა.