ლუხუმ ჩხვიმიანი თბილისის გრან პრის ჩემპიონია | ძიუდო [ვიდეო]

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ფრანგი ვალიდ ხიარი დაამარცხა.

ჯაბა პაპინაშვილმა კი ბრინჯაოს მედალისთვის ბრძოლაში უკრაინელ არტიომ ლესუკს აჯობა.

ასევე ორი ქართველი, გიორგი თუთაშვილი ოქროს მედლისთვის, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილი მესამე ადგილისთვის მოგვიანებით იჭიდავებენ. თუთაშვილი ისრაელის წარმომადგენელ ტაი ფლიკერს შეხვდება, ნინიაშვილი კი აზერბაიჯანელ ისმაელ იბრაჰიმოვს.

ასპარეზობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება.