ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ ბრინჯაოს მედალოსანია
ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ ბრინჯაოს მედალოსანია

დიუსელდორფში მიმდინარე „დიდი მუზარადის“ გათამაშებაზე საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრი 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ჩხვიმიანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პარიზის 2018 წლის გრან-სლემის ბრინჯაოს პრიზიორი, დიდი ბრიტანელი ეშლი მაქკენზი დამატებით დროში წმინდად დაამარცხა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და ნახევარფინალამდე ჩატარებული სამივე შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო. მან ჯერ ფრანგ ჟოლან ფლორიმონტის, შემდეგ მსოფლიო 2014 წლის პირველობის გამარჯვებულს მონღოლ ბოლდბაატარ განბაატს, ხოლო მეოთხედფინალში პან-ამერიკული თამაშების მოქმედი ჩემპიონს, ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკეს დამატებით დროში სძლია.

რაც შეეხება ნახევარფინალურ შეხვედრას ჩხვიმიანმა შეჯიბრზე პირველ ნომრად განთესილ იაპონელ რიუჯუ ნაგაიმა ავასატე-იპონით დამარცხდა.